პროექტი “მშვენიერი საქართველო” კერძო ინიციატივაა.
ის იმ მშვენიერ ადამიანებს ეძღვნება, ვისაც ჩვენ, ჟურნალისტები, ყოველდღიურად ვხვდებით. ვესაუბრებით, ვიმახსოვრებთ, მაგრამ მათზე ვერაფერს ვწერთ – ისინი ხომ დღის წესრიგს მიღმა არიან.
ისინი უბრალოდ, ცხოვრობენ. ალამაზებენ ჩვენს და საკუთარი გარემოცვის ცხოვრებას, მაგრამ არც ტელეეკრანებზე ჩანან, არც ტრიბუნებიდან გვმოძღვრავენ, არც კინოთეატრებისა და თეატრების სცენებიდან გვესაუბრებიან, არც სპორტული წარმატებებით გვახარებენ…
უბრალოდ, ცხოვრობენ.
სწორედ ამ ადამიანებს გაგაცნობთ ეს პროექტი. ერთი შეხედვით – უბრალო, სინამდვილეში კი – უმნიშვნელოვანეს ადამიანებს.
მათ, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძლიერ, წარმატებულ, შემდგარ სახელმწიფოდ უნდა ვაქციოთ.

