ვერონიკა ლეიკი

ვერონიკა ლეიკი

ვერონიკა ლეიკი

კონსტანს ფრენსის მარი ოკელმანი, იგივე ვერონიკა ლეიკი – სახელის შეცვლა იმ დროისთვის საკმაოდ გავრცელებული იყო მსახიობებისთვის, ისინი ხშირად ირჩევდნენ სახელებს, რადგან პერსონაჟთან  შესაფერისი და  საზოგადოებისთვის მომხიბვლელად ჟღერდა. ცნობილია როგორც სიმბოლური “peek-a-boo” ვარცხნილობით, ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და დაუვიწყარი მსახიობი.

ადრეული ცხოვრება

ვერონიკა ლეიკი იგივე კონსტანს ფრენსის მარი ოკელმანი დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, ნიუ-იორკში. გაიზარდა ბრუკლინში, ადრეული ინტერესი გაუჩნდა მსახიობობისადმი. კასკადის დრამატულ სკოლაში სწავლის შემდეგ, იგი 1940-იანი წლების დასაწყისში გადავიდა ჰოლივუდში, სადაც დაიწყო მცირე როლების შესრულება. ლეიკის ნიჭმა სწრაფად მიიპყრო ჰოლივუდის სტუდიების ყურადღება და ის მალე ამომავალი ვარსკვლავი გახდა.

ფიზიკური გარეგნობა

ვერონიკა ლეიკი იყო კლასიკური ჰოლივუდის სილამაზის განსახიერება. სიმაღლე (157 სმ)  ჰქონდა ქერა თმა, ღია ცისფერი თვალები და დახვეწილი თვისებები. თუმცა, მისი საფირმო ნიშანი გახდა მისი ვარცხნილობა “peek-a-boo”, თმის ერთი მხარე სახეზე ჩამოცვენილი იყო.

კარიერა

ლეიქის კარიერა დაიწყო, როდესაც მან ითამაშა ფილმში “This Gun for Hire” (1942) ალან ლედთან.ფილმში განასახიერა ელენ გრეჰემი, ღამის კლუბის მომღერალი, რომელიც  არ იცის რომ დაქირავებულ მკვლელთან ერთად შედის ურთოერთობაში. ფილმი ცნობილი გახდა რამაც ლეიკმა თავი დაიმკვიდრა ფილმ ნუარის ჟანრში, რომელიც ცნობილია  ბნელი და დრამატული თემებით. მუშაობდა ცნობილ სახეებთან, როგორებიცაა ალან ლედი, კერი გრანტი და რობერტ პრესტონი.

ყველაზე ცნობილი როლებია “I Married a Witch” (1942), რომანტიკული კომედია, სადაც თამაშობს ბოროტ ჯადოქარს, რომელსაც გამოცოცხლების შემდეგ შეუყვარდება მამაკაცი ვისზეც შურისძიებას აპირებს. და “The Blue Dahlia” (1946), ფილმ-ნუარის თრილერი, სადაც ლეიკი მოკლული ქალის საუკეთესო მეგობრის როლს ასრულებს და ომის ვეტერანი მისი სიკვდილის მთავარი ეჭვმიტანილი ხდება. 1940-იანი წლების განმავლობაში ლეიკის კარიერა პიკზე იყო, მისი როლები აჩვენებდა მის სილამაზეს რთული პერსონაჟების შესრულების უნარს. მიუხედავად მისი წარმატებისა,  კარიერამ უკუსვლა დაიწყო 1950-იან წლებში პირადი ბრძოლებისა ალკოჰოლზე დამოკიდებულების და ჰოლივუდში გემოვნების შეცვლის გამო.

პირადი ცხოვრება

ლეიკის ცხოვრება ხშირად ხდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება დაძაბული იყო კინოპროდიუს ჯონ ს. დეტლისთან, მიზეზი ლეიკის ალკოჰოლიზმი და კარიერული ზეწოლა, რომელიც განქორწინებით დასრულდა. შემდეგ იგი დაქორწინდა ანდრე დე დიენესზე, ფოტოგრაფზე, კიდევ ერთი ხანმოკლე ქორწინება.

ვერონიკასთან მუშაობა რთული იყო, მისი ქცევა გადასაღებ მოედანზე ხშირად ხდებოდა ჭორების საგანი. 1950-იანი წლებისთვის მისი კარიერა შესუსტდა და ფინანსური პრობლემები შეექმნა. შემდგომ წლებში ლეიკის ცხოვრება უფრო რთული გახდა. სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, მათ შორის მიმტანად.  რამდენიმეჯერ  სატელევიზიო გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ ის პოპულარობა ვერასოდეს დაიბრუნა. ვერონიკა ლეიკი გარდაიცვალა 1973 წლის 7 ივლისს, 50 წლის ასაკში, ჰეპატიტისა და ალკოჰოლთან დაკავშირებული გართულებების გამო.

მისი გარდაცვალების დროს ლეიკის წმინდა ღირებულება მერყევი ან თვიური შემოსავალი იყო, სტაბილური სამუშაოს არარსებობის გამო.

მიუხედავად გამოწვევებისა, ვერონიკა ლეიკი რჩება 1940-იანი წლების ჰოლივუდის  სიმბოლოდ, რომელიც ახსოვთ სილამაზით, სტილით და კინოში შეტანილი წვლილით. მისი თმის ვარცხნილობით და დაუვიწყარი როლებით, განსაკუთრებით ფილმ ნუარში, ადგილი დაიმკვიდრა კინო ისტორიაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *