დაიანა დორსი

დაიანა დორსი

დაიანა დორსი

მომხიბვლელი, კოხტა და მუდმივად ყურადღების ცენტრში. პატარა ქალაქელი გოგონადან მსოფლიოს ეკრანებამდე, მისი ცხოვრება ჰოლივუდის ოცნებების, მდიდრული წვეულებებისა და შოკისმომგვრელი სკანდალების ქარიშხალი იყო.

ადრეული ცხოვრება: სვინდონიდან ვარსკვლავებამდე

დაიანა დორის იგივე დიანა მერი ფლაკი დაიაბადა  1931 წლის 23 ოქტომბერს, სვინდონში, ინგლისში. იგი გაიზარდა წყნარ, საშუალო კლასის ოჯახში მამა, ალბერტი, მუშაობდა რკინიგზაზე, ცნობილი იყო მკაცრი და ტრადიციული ხასიათით. დედამისი, მერი, მხარს უჭერდა დიანას და ამხნევებდა, რომელსაც ახალგაზრდობიდანვე უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და დიდი ოცნებები ჰქონდა გამხდარიყო კინოვარსკვლავი, როგორც მისი კერპი ვერონიკა ლეიკი და ლანა ტერნერი. სულ რაღაც 14 წლისამ ლონდონის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების აკადემიის (LAMDA) სტიპენდია აიღო, იმ დროისთვის სკოლის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ვარსკვლავი გამხდარიყო,ჰოლივუდი, კი აუცილებლად მიიპყრობს მისი გარეგნობითა და მომხიბვლელობით კიდეც ყურადღებას.

დაიანა

დაიანას სიმაღლე (168 სმ) იყო,ის ღია-მონაცრისფრო ქერა თმას ატარებდა (თუმცა ის ბუნებრივად შავგვრემანი იყო!),თვალის ფერი ლურჯი, მხლის ფორმის ფიგურა მახვილი მრუდი ფორმები. სტილი – ვიწრო კაბები, წითელი პომადა და იდეალურად მორთული ქერა ტალღები – მან თავის დროში ყველას წაართვა ყურადღება. ზუსტად იცოდა თავისი იმიჯი, ხშირად ფლირტაობდა ჩაკვრით და ღიმილით.

კარიერა

დიას პირველი როლი კინოში The Shop at Sly Corner (1947) წელს, ხილული სახეობის Roxy-ის როლი შეასრულა. ეს იყო ადრეული როლი მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მთავარი, ფილმმა ხელი შეუწყო მის კარიერას ,პოპულარობა 1950-იანი წლებიდან იწყება.

ყველაზე ცნობილი ფილმები:

დაიანა დორსს ხშირად ადარებდნენ მერილინ მონროს მსგავსი  გარეგნობის გამო, მაგრამ მას არ უთამაშია მონრო.მერილინ მონრო თავს არაკომფორტულად გრძნობდა მხოლოდ მისი გარეგნობით რომ იყო ცნობილი და სურდა ხალხს დაენახა არა მარტო როგორც სექს-სიმბოლო. თუმცა, დაიანა კომფორტულად გრძნობდა თავის გლამურულ, თვალშისაცემი იმიჯს და იყენებდა თავის სასარგებლოდ, ტკბებოდა იმ ყურადღებით, რაც მას მიეპყრო.

Lady Godiva Rides Again (1951), ითამაშა დოლორეს ავგუსი, სილამაზის დედოფლის კონკურსანტი, სატირულ კომედიაში შოუბიზნესის უხეში რეალობის შესახებ.

Yield to the Night (1956) – ძლიერ დრამაში ითამაშა მერი პრაისი, სიკვდილმისჯილი ქალი, რომელიც ასახავს მის ცხოვრებას.

Tread Softly Stranger (1958)  ქალი, რომელიც კრიმინალურ სქემებშია ჩართული, ბრიტანულ ნოარის თრილერში.

1960-იან და 1970-იან წლებში, როდესაც როლები შემცირდა, სატელევიზიო გადაცემებს, სასცენო სპექტაკლებზე და თოკ-შოუებზე გადაერთო. ის ბრიტანული ტელევიზიის პოპულარული სტუმარი გახდა და საკუთარი სერიალები The Diana Dors Show-ს უძღვებოდა. იგი გახდა ბრიტანული თოქ-შოუების პოპულარული სტუმარი თან უძღვებოდა საკუთარ, Diana Dors Show-ს.სადაც ესაუბრებოდა ცნობილ ადამიანებს, განიხილავდა სხვადასხვა თემებს, რითაც ბრიტანეთში ცნობილი სატელევიზიო პიროვნება გახდა. შოუ არ იყო მასიური, მაგრამ ხელი შეუწყო ცნობადობის შენარჩუნებაში.

1980 წლებში ყურადღება გაამახვილა წონის კლებისა და სილამაზის შესახებ რჩევის მიცემაზე, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილის ტენდენციის წინამორბედი იყო.

პირადი ცხოვრება დიანა “diddy” დორსი: მდიდრული წვეულებები და სკანდალები

დიანას ცხოვრება ეკრანის გარეთ ისეთივე დრამატული იყო, როგორც მისი ფილმები. ის სამჯერ დაქორწინდა, მისი ყველაზე სამარცხვინო ურთიერთობა მსახიობ ალან ლეიკთან იყო. ისინ ერთად აწყობდნენ ცნობილ წვეულებებს, რომლებიც ლეგენდად იქცა – შამპანური, კინოვარსკვლავები და უამრავი ჭორი.

 პირველი ქორწინება დენის ჰემილტონთან არეულობით აღინიშნებოდა (1951–1959).იგი აკონტროლებდა მის ფინანსებს და კარიერას, რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია, იყო ჭორები ღალატის შესახებ, მიუხედავად მათი საჯარო გამოჩენისა, ურთიერთობა სავსე იყო დაძაბულობით. 1959 წელს ისინი განქორწინდნენ და მოგვიანებით დიანამ თქვა, რომ  ქორწინება რთული, დამღლელი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

დიანა დორსის ქორწინება რიჩარდ დოუსონთან ხანმოკლე იყო, მაგრამ სავსე იყო დრამებით. ამერიკელი მსახიობი და Family Feud წამყვანი,ცნობილი იყო თავისი მომხიბვლელი პერსონით, მაგრამ კულისებში მათი ურთიერთობა ღალატის შესახებ ჭორებს აწყდებოდა. დოუსონის ფლირტმა ქალებთან, განსაკუთრებით გადასაღებ მოედანზე, წყვილს შორის დაძაბულობის ზრდა გამოიწვია. დიანას, ხშირად ყურადღების ცენტრში ყოფნა და მუდმივ ჭორებთან დაპირისპირება უწევდა. ქორწინება დასრულდა 1966 წელს, ძირითადი მიზეზი უნდობობა იყო თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი განქორწინების შემდეგ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ.

დაიანა დორსის მესამე ქორწინება ალან ლეიკთან (1968-1984) იყო, ყველაზე ვნებიანი და მშფოთვარე. ალანი ისიც მსახიობი, მისი ცხოვრების სიყვარული გახდა, მაგრამ მათი ურთიერთობა შორს იყო სიმშვიდისგან. ცნობილი ჰოლივუდური სტილის წვეულებებით, მთელს ლონდონში ლაპარაკოდნენ, ჭორების თანახმად, წვეულებაზე ძვირადღირებული შამპანური A-list ცნობილი სახეები და შოკისმომგვრელი საიდუმლოებები იკრიბებოდა… ურთიერთობას ბნელი მხარეები ჰქონდა, ნივთიერების გამოყენება საჯარო ჩხუბები, მაგრამ დიანა მაინც ერთგული იყო ალანის მიმართ. წყვილის სიყვარულის ისტორია ტრაგიკული იყო, სამწუხაროდ, დიანა 1984 წელს გარდაიცვალა, მხოლოდ 52 წლის ასაკში კიბოსთან ბრძოლის შემდეგ. მისმა ქმარმა ალან ლეიკი პირად დემონებს ებრძოდა,  დაიანას ამბავმა კი საბოლოვოდ გაანადგურა და რამდენიმე თვის შემდეგ თავი მოიკლა.

სუფთა ღირებულება

დაიანა ოდესღაც ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები შეექმნა. ბევრი თვლის, რომ მას მილიონები ჰქონდა დამალული, მაგრამ ვერავინ იპოვა გარდაცვალების შემდეგ, ჭორები გავრცელდა, რომ ქონება საიდუმლო საბანკო ანგარიშებზე იყო და  კოდირებული მესიჯი დატოვა ფულზე წვდომისთვის, მაგრამ ის არასოდეს იქნა ნაპოვნი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *