სრული სახელი: Audrey Kathleen Hepburn-Ruston
დაბადების ადგილი: 4 მაისი, 1929 ბრიუსელი, ბელგია
სიმაღლე: 170 სანტიმეტრი,
თვალის ფერი: მუქი ბრინჯაო,
თმის ფერი: მუქი ყავისფერი.
ადრეული ცხოვრება
ოდრი ჰეპბერნი დაიბადა პოლიტიკური არეულობების პერიოდში. მამა ჯოზეფ ჰეპბერნ-რუსტონი იყო ბრიტანელი ბანკირი დედა, ელა ჰან ჰემსტრა, ჰოლანდიელი ბარონესი ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როცა ოდრი ჯერ კიდევ პატარა იყო . ოდრი უმეტესად დედასთან გაიზარდა ადრეული ბავშვობის დიდი ნაწილი ბელგიაში ინგლისში და მოგვიანებით ნიდერლანდებში გაატრა საიდანაც დედის მშობლები იყვნენ.
მეორე მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის დროს ოდრი ნიდერლანდებში ნაცისტური ოკუპაციის დროს ცხოვრობდა, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. პირადად გამოსცადა ომი და ცხოვრების სირთულეები. ამ პერიოდში გაუნჩნდა ინტერესი ბალეტისა და ცეკვის მიმართ, სწავლობდა ბალეტს ლონდონში სამეფო ბალეტის სკოლაში. თუმცა, სიმაღლისა და ფეხის ტრავმის გამო, იძულებული გახდა მიეტოვებინა.გადაინაცვლა მსახიობობაში, უზარმაზარი წარმატება მოუტანა შოუ ბიძნესში.
კარიერა:
ოდრი ჰეპბერნის კარიერა დაიწყო მთავარი როლით ფილმში “Roman Holiday” (1953), სადაც მან განასახიერა გაქცეული პრინცესა. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად და ოდრის სპექტაკლმა ოსკარის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, რამაც იგი საერთაშორისო ვარსკვლავად აქცია. ის სწრაფად გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი. მისი ცნობილი ფილმები იყო:
- Roman Holiday (1953) – ჰეპბერნის სადებიუტო როლი, რომელმაც მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.
- Sabrina (1954) – ოდრი ოსკარზე მეორედ იქნა ნომინირებული, საბრინა ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავმდაბალი გოგონადან გლამურულ ქალად გარდაიქმნება.
- Breakfast at Tiffany’s (1961) – ჰეპბერნის როლი, როგორც ჰოლი გოლაითლი, გახდა საკულტო და განუმტკიცა სტატუსი, როგორც მოდის და სტილის ხატს. “პატარა შავი კაბა”, რომელიც ამ ფილმში ეცვა, დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილად ითვლება კინო ისტორიაში.
- My Fair Lady (1964) – ოდრიმ განასახიერა ელიზა დულიტლი, ყვავილოვანი გოგონა, რომელიც გარდაიქმნება ქალბატონად. მისი სასიმღერო ხმა მარნი ნიქსონმა გაახმოვანა, რაც კამათის საგანი გახდა.
- The Nun’s Story (1959) – ითამაშა მონაზონი კონგოში,
პირადი ცხოვრება:
- პირველი ქორწინება მელ ფერერთან–(1954-1968): Audrey გათხოვდა მსახიობ და რეჟისორ Mel Ferrer-ზე, ჰყავდათ ერთი შვილი- Sean Hepburn Ferrer-ი (1960). თუმცა მათ ურთიერთობას პრობლემები შეექმნა და 1968 წელს დაშორდნენ.
- მეორე ქორწინება ანდრეა დოტი–სთან (1969-1982) გათხოვდა იტალიელ ფსიქიატრზე. წყვილს ერთი შვილი ჰყადა – ლუკა დოტი (1970) 1982 წელს წყვილი დაშორდა.
- მესამე ქორწინება ,მეორე ქორწინების დასრულების შემდეგ ჰეპბერნს, რობერტ უოლდერსი. შეუყვარდა არასოდეს დაქორწინებულან, თუმცა მთელი ცხოვრება ერთმანეთთან გაატარეს.
- Audrey Hepburn-მა შეინარჩუნა ღირსება. მაგრამ გამორჩეული სკანდალი შეიძლება იყოს მისი ურთიერთობა დაქორწინებულ მსახიობ უილიამ ჰოლდენთან საბრინას (1954) გადაღებების დროს. ასევე ლაპარაკი მოჰყვა მის ქორწინებებს.
გვიანდელი ცხოვრება და ჰუმანიტარული საქმიანობა.
მისი კარიერის დასრულების შემდეგ, ჰეპბერნი ჰუმანიტარული საქმიანობა წამოიწყო. 1988 წელს ის გახდა UNICEF-ის ელჩი. მუშაობდა ორგანიზაციასთან, რათა დახმარებოდა განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკას სიღარიბეს ბავშთა კეთილდღეობთვის . მისი UNICEF-თან დაკავშირებული საქმიანობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და ის ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, რათა დახმარებოდა დახმარების ოპერაციებს.
Audrey Hepburn გარდაიცვალა აპენდიციტის კიბოთი 1993 წლის 20 იანვარს, 63 წლის ასაკში.
წმინდა ღირებულება:
ოდრი ჰეპბერნი-ის შეფასდა 55 მილიონი დოლარით (ამჟამად 110 მილიონი დოლარი). მისი ძირითადი შემოსავალი კინო, მოდისა და სხვა სფეროებიდან იყო.


