ჯანეტ ლი

ჯანეტ ლი

ჯანეტ ლი

ადრეული ცხოვრება

ჟანეტ ჰელენ მორისონი დაიბადა 1927 წლის 6 ივლისს, მერსედში, კალიფორნია, გაიზარდა სტოკტონში, როგორც ფრედერიკ რობერტ მორისონის, გამყიდველის და ჰელენ ლიტა მორისონის მოცეკვავეის ერთადერთი შვილი. კლასიკური სილამაზე სიმაღლე (165 სმ), ცისფერი თვალები, ოქროსფერი ქერა თმით და მნიშვნელოვანი, იყო ბუნებრივად ლამაზი,  მისი ბავშვობა დამახასიათებელი იყო პატარა ქალაქელი გოგოსთვის იყო შრომისმოყვარე, კეთილგანწყობილი და დიდებაზე არ ოცნებობდა, სწავლობდა წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში მუსიკასა და ფსიქოლოგიას, მაგრამ ცხოვრებამ სხვა მიმართულებით დაიწყო სვლა, როცა ოჯახის მეგობარმა ჟანეტს ფოტო გადაუღო და ნორმა შირერს, MGM-ის ყოფილ ვარსკვლავს აჩვენა. შირერი მყისიერად მოხიბლა და შეხვედრა MGM-ის აღმასრულებლებთან მოაწყო მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა სამსახიობო გამოცდილება ასევე მოხიბლულებმა კონტრაქტი მაინც გააფორმეს 1946 წელს.

ჰოლივუდის მიღწევა და კარიერის ზრდა

  სამსახიობო სამყაროში მოხვედრილი  სწრაფად სწავლობდა თავისი სილამაზისა და მომხიბვლელობით სწრაფად მიიღო მთავარი როლები. ძირითადად თამაშობდა რომანტიკულ , ელეგანტურ  და მომხიბვლელ კომედებში. მოგვიანებით მოირგო თრილერი და სასპენსური პერსონაჟები, ხშირად ასახავდა დაუცველ, მაგრამ ძლიერ ქალებს დრამატულ სიტუაციებში. მისი დებიუტი შედგა ფილმში „როზი რიჯის რომანი“ (1947) ფერმერ გოგონას შეუყვარდება სამოქალაქო ომიდან დაბრუნებული მამაკაცი. 1940-იანი წლების ბოლოს ის თამაშობდა ფილმებში, როგორიცაა Little Women (1949) ყვება ოთხი დის ცხოვრებას, რომლებიც იზრდებიან სამოქალაქო ომის დროს. და Holiday Affair (1949) ქვრივი, რომელმაც ორ მამაკაცს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

  1950-იან წლებში ის წამყვანი ქალბატონი ხდება, გამორჩეული სპექტაკლებით ერთერთია Houdini (1953) ბიოგრაფიული ფილმი ჯადოქარ ჰარი ჰუდინის შესახებ, რომელშიც მთავარ როლს მის მეუღლესთან ტონი კერტისითან ასრულებს.

  1960 წელს ითამაშა მარიონ კრეინი Alfred Hitchcock’s Psycho (1960)ში, მდივანი, დიდ თანხას იპარავს და ახალი ცხოვრების დასაწყებად გარბის. ის გზად ჩერდება იზოლირებულ ბეიტსის ჰოტელში, სადაც  უცნაურ კაცს ხვდება. მარიონი საკულტო შხაპის სცენის მსხვერპლი ხდება, შოკისმომგვრელმა სცენამ კინემატოგრაფიის ისტორია შექმნა, შესრულებამ მას ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე მისი ყოფნა ხანმოკლე იყო.

ჟანეტმა განაგრძო მსახიობობა მის შემდეგ, გამოჩნდა ქალიშვილთან ჯეიმი ლი კერტისთან ერთად,  ფილმში Halloween  20 Years Later (1998), ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, რომელიც მის ცნიობილ როლებს აკავშირებდა საშინელებათა ფილმებიდან – Psycho (1960) და Halloween (1978).

პირადი ცხოვრება

ჟანეტი ოთხჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ  ყველაზე ცნობილი რომანი  ტონი კერტისთან იყო. ჰოლივუდის ოქროს წყვილი, რომლებსაც ერთად იღებდნენ გლამურულ ღონისძიებებში. მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი კელი და ჯეიმი ორივე მსახიობი, მათ შორის მომავალი მსახიობი საშინელებათა ჟანრში ჯეიმი. მიუხედავად ცნობილი ურთიერთობისა, მათ ქორწინებას პიროვნული პრობლემები შეექმნა,  ქორწინების გარეშე რომანი და კერტისის უერთგულო ხასიათი, რამაც ხელი შეუწყო მათ დაშორებას 1962 წელს. ამის მიუხედავად, ჯანეტმა და ტონიმ შვილების გულისთვის მაინც შეინარჩუნეს კავშირი.

კერტისთან განქორწინების შემდეგ, ჟანეტმა სტაბილურობა ჰპოვა რობერტ ბრანდტთან ბიზნესმენი, რომელზეც იგი 1964 წელს დაქორწინდა. მისი წინა ურთიერთობისგან განსხვავებით, ეს ურთიერთობა გაგრძელდა და ისინი ერთად დარჩნენ ცხოვრების ბოლომდე.

შემდგომი წლები

მაშინაც კი, როცა მსახიობობას თავი დაანება, ჟანეტი საზოგადოების თვალში დარჩა წერის საშუალებით გამოსცემდა მოგონებებს და მხატვრულ წიგნებს, უზიარებდა თავის გამოცდილებას ჰოლივუდს.

2004 წლის 3 ოქტომბერს ჯანეტ ლი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ვასკულიტის, ანთებითი დაავადების გამო მისი სავარაუდო  ქონება 20 მილიონი დოლარს შეადგენს, რომელიც მთელი ცხოვრების წარმატებას ასახავს. ქალიშვილი ჯეიმი ლი კერტისი კი აგრძელებს ოჯახის ჰოლივუდურ მემკვიდრეობას და ამტკიცებს, რომ ნიჭი და ვარსკვლავური ძალა სისხლშია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *