ინგრიდ ბერგმანი

ინგრიდ ბერგმანი

ინგრიდ ბერგმანი

 ბუნებრივად ლამაზი ინგრიდ ბერგმანი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მრავალმხრივი მსახიობი, დაიბადა 1915 წლის 29 აგვისტოს სტოკჰოლმში, შვედეთი. ორი წლის ასაკში მამის დაკარგვის შემდეგ, დედამ გაზარდა, მსახიობობისადმი გატაცება ადრეულ ასაკში გაუჩნდა. ინგრიდი  სტოკჰოლმის სამეფო დრამატულ თეატრში სწავლობდა და კარიერა შვედეთში დაწყო, ჰოლივუდში 1939 წელს გადასვლამდე.

ინგრიდი ბუნებრივად ლამაზი იყო, სიმაღყლე (175 სმ) ქერა თმა და ღია ყავისფერი თვალები, იმ ეპოქაში დომინირებდნენ გლამურული ზედმეტად მორთული ჰოლივუდის ვარსკვლავები. მისი ელეგანტური და გაწონასწორებული ხასიათი ისევთივე მიმზედველი იყო როგორც მისი გარეგნობა, რაც კრანზე ერთ-ერთ ყველაზე მოხდენილ მსახიობად აქცევდა.

კარიერა და ჯიდლოები

ინგრიდმა ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო ფილმში Intermezzo (1939) რომანტიული დრამა პიანისტზე, სადაც ანიტას, ახალგაზრდა დაქორწინებული მევიოლინე, შეუყვარდება. მას შემდეგ სწრაფად გახდა ტოპ ვარსკვლავი, ითამაშა კასაბლანკაში (1942), რომანტიკული დრამა ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს, სადაც რიკ ბლეინი (ჰამფრი ბოგარტი) ეხმარება თავის ყოფილ შეყვარებულს ილზა ლუნდს (ინგრიდ ბერგმანი) გაექცეს ნაცისტებს, მიუხედავად მათი წარსული სიყვარულისა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ინგრიდი მუშაობდა ლეგენდარულ რეჟისორებთან, როგორებიცაა ალფრედ ჰიჩკოკი ფილმში Notorious (1946) და რობერტო როსელინი Stromboli-ში (1950). მან მოიპოვა ოსკარის სამი ჯილდო: ინგრიდ ბერგმანმა მიიღო ოსკარის სამი ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის შემდეგი ფილმებისთვის:

Gaslight (1944) – პაულა ალკვისტი, ქალი, რომლითაც მანიპულირებს მისი ქმარი.

ანასტასია (1956) – ანასტასია რომანოვი, რომელიც შეიძლება იყოს დაკარგული რუსი პრინცესა.

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე (1974) – გრეტა ოლსონი, , რომელიც მონაწილეობდა მკვლელობის საიდუმლოებაში.

პირადი ცხოვრება და სკანდალი

იგი პირველად 1937 წელს დაქორწინდა შვედ ექიმზე, პიტერ ლინდსტრომზე და შეეძინათ ერთი ქალიშვილი, პია. ჯერ კიდევ ლინდსტრომზე დაქორწინებულმა ინგრიდმა რომანი დაიწყო როსელინისთან ფილმის Stromboli (1950) გადაღებების დროს. ამ რომანმა ჰოლივუდში აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან როსელინის გამო ქმარი და შვილი დატოვა. მიუხედავად სკანდალისა, იგი 1950 წელს დაქორწინდა როსელინიზე, მათ სამი შვილი შეეძინათ: რენატო, იზაბელა და ლივია. მათმა ურთიერთობამ მძიმედ იმოქმედა კარიერაზე, მაგრამ მოგვიანებით ინგრიდმა გაიცნო და იქორწინა პატრიციო გონსალეზე, ფრანგ ბიზნესმენი მათ  ერთი შვილი შეეძინათ, ისოტა. მისმა არატრადიციულმა საქციელმა  ერთ-ერთ ყველაზე სალაპარაკო ფიგურა გახადა ჰოლივუდში.

მიმდინარე ცხოვრება

ინგრიდ ბერგმანმა განაგრძო მსახიობობა მის შემდგომ წლებში, მიუხედავად ჯანმრთელობის გაუარესებისა.1960-იან და 1970-იან წლებში მან ითამაშა ფილმებში, როგორებიცაა: ვიზიტი (1964), მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესზე (1974), რისთვისაც მოიპოვა ოსკარის მესამე ჯილდო და მეექვსე ბედნიერების სასტუმრო (1958). მისი ბოლო ფილმი იყო შემოდგომის სონატაში (1978), რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, სადაც მან წარმოადგინა  სპექტაკლი ლივ ულმანთან ერთად. ამის შემდეგ ყურადღება ჯანმრთელობაზე გაამახვილა შემდგომ წლებში ინგრიდი დროის უმეტეს ნაწილს ლონდონში ატარებდა 1982 წელს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წმინდა ღირებულება:

ინგრიდ ბერგმანის, როგორც მსახიობის მემკვიდრეობა დღემდე გრძელდება. მისმა ბუნებრივმა სილამაზემ, უნაკლო სამსახიობო ოსტატობამ და მომხიბვლელობამ ის მაყურებელთა ფავორიტად აქცია. წმინდა ქონებას რაც შეეხება, არ არის დოკუმენტირებული. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მის ვრცელ და წარმატებულ კარიერას, რომელიც მოიცავს ხუთ ათწლეულზე მეტს, მისი წმინდა ღირებულება სავარაუდოდ მნიშვნელოვანი იყო. ოსკარის სამი ჯილდოთი, მრავალი საკულტო ფილმით და მხარდაჭერებით, ის მნიშვნელოვან სიმდიდრეს დააგროვებდა. დღეს მისი მემკვიდრეობა გრძელდება მისი მარადიული ფილმების მეშვეობით, რაც მას მუდმივ ფიგურად აქცევს ჰოლივუდის ისტორიაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *