დაიბადა 1999 წლის 29 აპრილს, ლაფაეტი (ლუიზიანა), ,ზოდიაქო – კურო. ცხოვრება უიღბლოდ დაიწყო, მშობლიური სახლი ქარიშხალმა კატრინამ გაუნადგურა, არაფერზე დარჩენილი ოჯახი იძულებული გახდა მუდმივად ეცვალა კერა უკეთესი ცხოვრების მოსანახად, თავგადასავლიან და დინამიურ ბავშვობის გამო სელენას, უამრავი სკოლისა თუ საცხოვრებელის გამოცვლა მოუწია ჯერ კალიფორნიაში შემდეგ სან პედრო, ლონგ ბიჩი, და რივერსაიდი. დროს დიდ ძმებთან რობერტი და ენტონისთან ატარებდა, კვადროციკლის ტარებით გატალახიანებული და რადიოში აალიას მოსმენით. მიუხედავად მშობლების ნაადრევი განშორებისა, ურთიერთობას ორივესთან ინარჩუნებდა,დედა როქსენი კალიფორნიაში დარჩა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სამუშაოდ, თვითონ კი მამასთან იზრდებოდა, ყოფილი ღრმა წყლების მყვითავი, ოჯახი ერთად სხვადასხვა აქტივობებით თავგადასავლიანობდა, ერთი-ერთი გასართობი შვილდისა და იარაღის სროლა იყო.
ახალი თავგადასავლების ძიებაში, ჰანტინგტონის სანაპიროზე ძმებთან და ნათესავებთან ერთად მიმართულს შეკამათება მოუვიდათ დაცვის თანამშრომელთან, რომელიც ალკოჰოლური სასმლის ამოსაღებად მიუახლოვდა, შუა გაწამაწიისას თქვენ ოდესმე თუ გიფიქრიათ მოდელობაზე? ჰკითხა საიდანღაც მოსულმა ქალმა, სელენამ წამირად გახედა და საქმეს მიუბრუნდა, მაგრამ ზუსტად ამ მომენტში შეაბიჯა მან მოდის სამყაროში.
ფიზიკური გარეგნობა
გამხდარი ათლეტური აღნაგობა, სიმაღლე 179 სანტიმეტრი, სხეულის ზომები 81-61-86, მუქი ყავისფერი ტალღოვანი თმა , ყავისფერი მეტყველი თვალები, ცივი, ნაზი და თამამი, დუალისტური იერი, რომელიც საშუალებას აძლევს განსხვავავებული ტიპის სამოსელი მოირგოს და შესაბამისი აურა გამოსცეს იქნება ეს ქალური თუ ბიჭური. ქუჩაში მოსწონს კომფორტული და უბრალო დიდი ზომის ჰუდები , ვინტაჟური მაიკები და სკეიტის ფეხსაცმელები. ტომბოის სტილში კეპით დაგვირგვინებული ფართო ჯინები და ჟაკეტები. უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ მიწიერ ფერებს ან მონოქრომულ პალიტრებს, ნაცრისფერი, შავი, მუქი მწვანე. წითელ ხალიჩასა და ფეშენ ვიქების სტილი თავდაჯერებულობას გამოსცემს თამამი სილუეტებით, ფორმალურ ბლეიზერებს კომბინიზონებსა თუ საღამოს კაბებში, ზოგჯერ კი ასიმეტრიული ჭრილებითა და მეტალის ქსოვილებით.
კარიერა
მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი მიუხედავად ამისა, მაინც დაუკავშირდა აგენტს და კონტრაქტის Next Model Management-თან გაფორმების შემდეგ იმდენად სერიოზულად მოეკიდა სამუშაოს რომ, ბრეკეტები, რომელიც ხელს უშლიდა, ოთოდონტმა ათასი დოლარი დაუფასა, რომლისგანაც რა თქმა უნდა ძალიან შორს იყო და საბოლოოდ საკუთარი ხელით ბრტყელტუჩას დახმარებით ამოიღო.
2016 წელს Proenza Schouler exclusive-თვის გაზაფული/ზაფუხულის მოდის კვირეული, კოლექცია მოიცავდა ესპანური დიზაინის გავლენას, ლენტებს, ბუმბულებსა და ბოლერო ჟაკეტებს, რომელიც ახალმა სახემ სელენამ გახსნა და პოდიუმზეც პირველად გაირა, მწკრივში ჩამოყალიბებული მოდელებიც იყვნენ ბინქს ვალტონი და ჯულია ნობისი. იმავე სეზონზე 28-მდე შოუს ბილიკზე გამოვიდა Wu, Coach, Opening Ceremony, Fendi, Versace, Marni, Chanel, and Louis Vuitton და მალე Yves Saint Laurent, Calvin Klein და Proenza Schouler-ის კამპანიებშიც აღმოჩნდა რაც იშვიათი მიღწევაა ახალბედასთვის.
პირადი ცხოვრება
სამოდელო საქმიანობის მიღმა სელენა ქველმოქმედებისაკენ ისწრაფვის, ფონდის რომელიც მიმართული იქნება უსახლკარო, სტაბილურ გარემოსა და მხარდაჭერას მოკლებულ მოზარდთა დახმარებისაკენ. Vogue-თან ინტერვიუში “ამბობს ვებრძოდი მსგავს საკითხებს, მე მქონდა გარე მხარდაჭერა მამიდაჩემისა და ბიძისაგან, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს არ აქვს და ვიცი როგორი ძნელია, როცა თანადგომა გჭირდება“ გარდა ახალგაზრდებზე ზრუნვისა მონაწილოება მიიღო გარემოს დაცვის ინიციატივებში. ჩართული იყო “Walk for Giants” კამპანიაში Net-a-Porter-ისა და Gemfields პროექტი Space for Giant-ისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა ფონდის გაფართოებას აფრიკაში ველური ბუნებისა და ბუნებრივ მკვიდრთა დაცვისთვის. საქველმოქმედო ფოტოსესია გაიმართა კენიაში, სადაც ფორესტი არიზონა მუსთან ერთად იყო წარმოდგენილი, ღონისძიებიდან მოპოვებული მთლიანი შემოსავალი Space for Giants-ის ფონდს გადაეცა.
სელენა სპირიტუალიზმს მისდევს შესაბამისი რუტინით, დილით გაღვიძებისას სამყაროს მადლობას უხდის, წმინდა მცენარეებს ხმარობს საკმევლად და სურნელით აურას წმენდს, ეთერზეთებით კი ენერგეტიკულ ბალანს ინარჩუნებს. გახსნილად საუბრობს ორიენტაციაზე, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს „მიყვარს გოგონები, თუმცა რავი, იცი რა, უბრალოდ ადამიანები მიყვარს, ვსო სულ ეს არის. არ ვეთანხმები კატეგორიებად დაყოფას, მაგრამ თუ კატეგორებით განვსაზღვრავ თავს, მაშინ ბისექსუალებში გავდივარ, თუმცაღა ბიჭთან არც კი ვყოფილვარ. და კი მშობლებმა იციან ამის შესახებ, თავიდანვე იცოდნენ, არადროს დაჭირვებია ჭუპრში დამალვა“
მიმდინარე ცხოვრება
ამ ეტაპზე სელენა აგრძელებს კარიერას, გამოდის პოდიუმზე თანამშრომლობს სარეკლამო და სარედაქციო კამპანიებთან. ბოლო ცნობით 2025 წელს HTSI Magazine-ის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 2015 წლის შეფასებით სელენა ფორესტის წმინდა ღირებულება დაახლოებით 26.7 მილიონს შეადგენს.
