ვიტორია ჩერეტი

ვიტორია ჩერეტი

ვიტორია ჩერეტი

დაიბადა 1998 წლის 7 ივნისს, ბრეშაში (იტალია), ზოდიაქო – ტყუპები, იზრდებოდა პატარა ქალაქ ინზინოში ძმასთან ერთად სახელად გუგლიელმო, ბიზნესმენი მამა ჯუზეპე ჩერეტი,იატაკის მწარმოებელი კომპანიის მეპატრონე. დედა ფრანჩესკა ლაზარი დიასახლისი, იზრდებოდა და ცხოვრების დინებას მიჰყვებოდა როგორც აქტიური ბავშვი საკუთარი გატაცებებით და ინტერესებით, უყვარდა ხელოვნება განსაკუთრებით ხატვა, იყო ძალიან მზრუნველი, რომელიც შინაური ცხოველის ყოლაში გამოიხატებოდა, ლეკვი, რომელსაც სახელად ლუნა დაარქვა და ორი შინაური გველი. ვიტორია სკოლის პერიოდიოდანვე ფსიგოლოოგიით იყო დაინტერესებული, თუ როგორ მუშაობდა ადამიანის გონება და მომავალშიც ამ მიმართულებით ხედავდა თავს როგორც მის კარიერას. ერთ დღეს, უბრალოდ გართობის მიზნით ბიძაშვილთან ერთად გადაწყვიტა მოდის კონკურსზე გამოსულიყო სრული მოლოდინების გარეშე, მისდა გასაოცრად შოუს ფინალისტად გამოცახდდა, გამარჯვებული ვერ გახდა, მაგრამ ეს იყო ცხოვრების საწყისი ეტაპი, საიდანაც მოდაში  14 წლის ასაკში შეაბიჯა.

ფიზიკური გარეგნობა

ლამაზი ათლეტური აღნაგობა , სიღამღლე 178 სანტიმეტრი, მკვეთრი ქალური  ქვიშის საათის აგებულების სხეულის ფორმები: გარშემოწერილობა 76- მკერდი, 60-წელი, 89-თეძო. ყავისფერი თმა, მწვანე ფერის თვალები. ლამაზი სახის ნაკვეთები და აღნაგობა უნიკალურ იერს ქმნის, პოდიუმსა თუ ჟურნალების გარეკანზე  შეუძლია განასახიეროს მრავამხრივი სტილისა და ესთეტიკის ფართო სპექტრი, მაგრამ  მისი აურა მაინც ელეგანტური და თამამია, ჩაცმულობის სტილიც შესაფერისი, მინიმალური მაკიაჟით მხოლოდ წამწამებზე, მაგრამ საერთოდ მის გარეშე ამჯობინებს ყოფნას. უბრალოდ, ყოველდღიურობაში ქუსლიან ფეხასცმელს არ იცვამს უყვარს სუფთა,კომფორტული და თავისუფალი ჩასაცმელი, მაგრამ ესტეთიკური ზომაზე დიდი ბლეიზერები, სპეც შეკერილი სამოსი იქნება ეს ზედა თუ ქვედა, მოხდენილი კაბები, დაბალყელიანი ფეხსაცსაცმელი, სქელი ჩექმები ან კეტები. საგარეოდ შეიმოსება ჰუდებთან დაწყვილებული ნეიტრალური ფერების კარგო შარვალში, ზომაზე დიდ მაისურებსა ან ბომბერის ჟაკეტებში, დაბალყელიანი ტომარისებრი ჯინსები კიდევ ერთი ფავორიტია, ბრეტელებიან მაისურებთან და ტყავის ქურტკები ადიდასის გაზელის კეტებსა ან კორვერსებთან. წითელ ხალიჩასა და ივენთებზე ზოგდად საღამოს კაბები, ბალენსიაგას ნეო-გოთური და alaïa-ს კაბა თამამი ჭრილებით, რომელიც 2023-24 მეტ გალაზე ეცვა.

კარიერა

Elite models-ის  სილამაზის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ შეთავაზება მიიღო ამავე სამოდელო კომპანიისგან, შესაძლებლობა ხელიდან არც გაუშვა. როგორც ყველა ახალბედამ, მალევე დაიწყო სატესტო გადაღებები, კასტინგებზე სიარული, ესტეთიკური პოზირებისა თუ ქეთვოქზე ვარჯიშები, პორტფოლიოს აგება და ადგილობრივ კონკუსებზე გამოსვლა, მსოფლიო მოდის მოედანზე გამოსვლის წინა პირობად, ცოტა ხანში მილანში  Kristina Ti-ის გაზაფუხული/ზაფუხულის პოდიუმზე მისი დებიუტიც შედგა, კოლექცია ქალურ და ბოჰემურ ესტეთიკას მოიცავდა. შოუს ბილიკზე არტისტულობით თვალი იტაცა საერთაშორისო მოდის პირველ საფეხუზრეც შედგა და მალე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა გახდება.

ვიტორიამ თითქმის ყველა მოდის მთავარი სახლის პოდიუმზე გაიარა Chanel, Dior, Louis, Vuitton, Versace, Prada, Fendi, Valentino, Alexander, McQueen, Givenchy. როგორც დიზაინერების ფავორიტი ან გამორჩეული, შოუს გახსნასა და დასრულებას თაოსნობდა. თანამშრომლობდა სარედაქციო პომპანიებთან , გამოჩნდა უამრავი ჟურნალის გარეკანზე Vogue Italia, Vogue Paris, Vogue US, British Vogue, and Vogue Japan-თვის და სპრედებში W Magazine, i-D, Dazed, Harper’s Bazaar, Numéro-თვის. არამხოლოდ მოდა ასევე სარეკლამო კამპანიებშიც იღებდა მონაწილეობას Chanel, Armani, Dior Beauty, Yves Saint Laurent, Prada, Valentino, Bvlgari.

2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის სეზონზე რეკორდული რაოდენობის 40 მდე შოუს პოდიუმზე გაიარა. ჩერეტი შვიდი მოდელიდან ერთ-ერთი იყო რომელმაც Vogue-ის პირეველ გვერდზე ყოფნით 125-ე წლისთავი აღნიშნა, ის ასევე კარლ ლაგერფილდის ადიდებდა ჩერეტის მრავალხრიობას და მრავალ კამპანიაში მისი მუზა იყო. ჩერეტი Vogue-ის ვებგვერდზე ყველაზე მონახულებადი ფიგურაა და არამხოლოდ მოდაში მოდის გარეთაც ყურადღების ცენტრია მრავალი ადამიანისთვის.

ნეპოტიზმი

2022 წელს ჩერეტიმ მოდის ინსუტრიაში ნეპოტიზმის არსებობის შესახებ კონკრეტულად ვინეზე ხელის დადების გარეშე, ისაუბრა. ძირითადად ეს იყო პასუხი ჯონი დეპის ქალიშვილის ლილი-როუზ დეპის კომენტარზე, სადაც მან დააკნინა ნეპოტიზმის გავლენა მის კარიერაზე.  ვიტორიამ ისაუბრა  სიძნელეებზე ინდუსტრიაში, რომელიც ძალიან დიდ დისციპლინას მოითხოვს და ძნელია პასტივისცემისა თუ წარმატების მოპოვება კავშირების არარსებობის შემთხვევაში, მან საკუთარი გამოცდილება შეადარა მათ გამოცდილებას, ვინც კავშირებით სარგებლობს და მიუთითა იმ პრივილეგიებზე რაც ასეთ კონტაქტებს მოაქვს.  

პირადი ცხოვრება

მსახიობ ლეონარდო დიკაბრიოსთან ურთიერთობამ აგრეთვე მათ შორის ასაკის დიდმა სხვაობამ მედიის ყურადღება მიიპყრო, პირველად ერთად სანტა ბარბაზე, კალიფორნიაში ცივი ყავითა და ნაყინით გამოჩდნენ, სავარაუდოთ ერთმანეთს 2023 წლის კანის ფესტივალზე შეხვდნენ, მას შემდეგ პარტნიორები, ხშირად ექცონენ თვალში ერთ-ერთი რამაც დაინტერსება გამოიწვია რომში გადაღებული ფოტო, სადაც  წყვილს დიკაბრიოს დედა ირმელინ ინდენბირკენიც თან ახლავს. Vogue-თან მიცემულ ინტერვიუში ვიქტორიას გულისტკივილს ჩანს, სადაც რეაქციას გამოხატავს საზოგადოების მიერ თქმულ „ლეონარდოს შეყვარებული“ იარლიყზე რომ, მხოლოდ ასე აღიქვამენ და ხაზს უსვამს ურთიერთობაში გულწრფელი სიყვარულისა და ურთიერთნდობის მნიშვნელობას. 2024 წლის ნოებერში ჭორები ამოტივტივდა საზოგადოებაში მათი შეუღლების შესახებ.

ვიქტორიას ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი არ გაქრობია, სამოდელო კარიერა რომ არა აუცილებად ამ დარგის სპეციალისტი გახდებოდა, მაგრამ სამეგობროში თერაპევტისა და ემპათიური მსნელის როლს ის ასრულებს. აგრეთვე ჩართულია ჯამრთელ გარემოს შექმნასა და ჩამოყალიბებაში Treedom-ის სერტიფიცირებულ კორპორაციასთან და საკუთარ კავშირებს საკითხის პოპულარიზაციისა თუ დონაციისთვის იყენებს. საქმიანობის გარდა თავისუფალ დროს ლაშქრობას ან შინაურ ცხოველზე ზრუნვაში ატარებს,

წმინდა ღირებულება, მიმდინარე ცხოვრება.

ამ ეტაპზეც ვიტორია აგრძელებს მრავალმხრივ ყოფნას მოდის სამყაროში სარედაქციო , სარეკლამო და ასაფრენი ბილიკის ასპარეზზე. მისი სავარაუდო წმინდა ღირებულება კარიერაში მოდის სახლებთან თუ ბრენდებთან თანამშრომლობით 86-90 მილიონს შეადგენს.