ბავშვობა და ადრეული წლები
ადრეული ცხოვრება და ოჯახის ფონი
იასმინ ვინიალდუმი დაიბადა 1998 წლის 10 ივლისს, ამსტერდამში, ნიდერლანდები. ჰოლანდიელი მამა და სურინამიელი დედა, იასმინი ტიპიურად იზრდებოდა ენერგიულ ქალაქ ამსტერდამში. აქტიური და თავგადასავლების მოყვარული, დროის დიდ ნაწილს გარეთ ატარებდა. უყვარდა სპორტი , დარბოდა ბევრს და თამაშობდა ფეხბურთს. ფიზიკური აქტივობის გარდა, იასმინს შემოქმედებითი მხარეც ჰქონდა, უყვარდა ხატვა და ფოტოგრაფია. აინტერესებდა მოდა, სილამაზე, ადრეული ასაკიდან ატარებდა ექსპერიმენტებს, ცდიდა სხვადასხვა სტილის მაკიაჟისა და ტანსაცმელს.
ფიზიკური გარეგნობა ხასიათი
არასდოს უფიქრია ან უოცნებია მოდელობზე, სხვადასხვა ეთნოსის ნაზავმა მრავალფეროვანი იშვიათი გარეგნობა აჩუქა. მისი სიმაღლე 180 სმ-ია მოხდენილი მაღალი ჩარჩოთი, ნუშისებრი ცისფერი-მწვანე თვალები ხანდახან ნაზი ყავისფერი ან ნეიტრალური მაკიაჟი თვალის ჩრდილით, ოქროს რუჯისფერი კანი, აწეული ლოყები, სავსე ტუჩები და მკვეთრი ყბა ერთდროულად უხეშ თამამ, მაგრამ ნაზ დახვეწილ იერს აძლევს.
იასმინი წითელ ხალიჩაზე არჩევს უკვდავი მოდის ტანსაცმელს პალტო, მორგებული კოსტუმები და ელეგანტური კაბები, სუფთა ხაზებით მინიმალისტური დიზაინით, ხშირად ნეიტრალურ ტონებში და უხამებს მათ მცირეოდენ სამკაულებს.სამუშაოს მიღმა მისი სტილი ჩვეულებრივი, უბრალო და კომფორტულია. მაგრამ ელეგანტური ის ხშირად იცვამს ჯინსებს, ტყავის ქურთუკებს, კოსტიუმებს, დიდი ზომის ბლეიზერებს და უბრალო მაისურებს, ამ ყველაფერს უხამებს კედებს ან უბრალო ჩექმებს.
მისმა გარემომ ადაპტირებადი გახადა, აქვს ცნობისმოყვარე და დაკვირვებული ხასიათი, ყურადღებას დამოუკიდებლობას ამჯობინებს. მისი განწყობა ხშირად ნეიტრალური და ოდნავ იდუმალია, ის არ არის ზედმეტად ენერგიული, მაგრამ არც ცივი, მშვიდი ქცევა იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი ემოციებს შინაგანად ამუშავებს, ვიდრე გარეგნულად რეაგირებს ყველა სიტუაციაზე.
კარიერა
16 წლის ასაკში ქალაქში სეირნობისას Elite Model Management-ის სკაუტმა შენიშნა, კომპანიამ თავისთან მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ყოყმანობდა, იასმინის ოჯახი მხარს უჭერდა მის მომავალს, მან 2015 წელს ხელი მოაწერა Elite Model Management-თან და მოდის სამყაროში შეაბიჯა. დასაწყისში იასმინმა სწავლა-განათლება კარიერასთან დააბალანსა, სანამ საერთაშორისო მოგზაურობას დაიწყებდა.
პირველი ნაბიჯები, ინდუსტრიაში თავისი იშვიათი გარეგნობით სხვადასხვა მოდის ჟურნალებზე მშვიდი იყო, მაგრამ ხმაურიანი, როდესაც პორტფოლიო შექმნა, ტოპ დიზაინერების ყურადღებაც მიიპყრო, 2016 წლისთვის დებიუტი შედგა Chanel-ისა და Dolce & Gabbana-სთვის ასაფრენ ბილიკზე პარიზის მოდის კვირეულში, ეცვა ფორმაზე მორგებული შავი მაქმანებიანი კაბა, რომელიც თავდაჯერებულობისა და დახვეწილობის სიმბოლოა, ხოლო მაქმანი მატებს მიმზიდველობას, ძალას, რომანტიკასა და ქალურობას. მისმა თავდაჯერებულმა დებიუტმა ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო და შთაბეჭდილება დატოვა.
2017 და 2018 წლებში მისი სახელი ფართოდ ცნობილი გახდა მოდის სამყაროში. მისი გამოჩენა ბილიკზე რეგულარული გახდა Versache, Prada, Balenciaga და Fendi ბრენდებისთვის.ასევე განასახიერა Tommy Hilfiger-ისა და H&M-ის ტანსაცმელი და გამოჩნდა გავლენიანი მოდის ჟურნალების Vogue-ის, Harper’s Bazaar-ისა და Elle-ის გვერდებზე.
პირადი ცხოვრება
იასმინ ვინიალდუმი პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, მისი ცხოვრება სკანდალებისა და დაპირისპირების გარეშეა. ყურადღებას ამახვილებს კარიერაზე, ინარჩუნებს ძლიერ პროფესიულ იმიჯს დრამატურგიის გარეშე.
მიმდინარე ცხოვრება
ამსტერდამელი წყნარი გოგონადან მოდის სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო მოდელამდე, მისი კარიერა აგრძელებს განვითარებას. მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების სიახლოვეს, მუშაობს მოდაში გავლენიან ფოტოგრაფებთან , იასმინის თითოეული კამპანია, ყოველი გამოქვეყნება მოგვითხრობს ზრდისა და განვითარების ისტორიას. მან მოგზაურობა ახლა დაიწყო. 5 მილიონი დოლარის წმინდა ღირებულებით და მუდმივად ზრდადი კარიერით.

