ჟიზელ ბიუდნჰენი

ჟიზელ ბიუნდჰენი

ჟიზელ ბიუნდჰენი

ადრეული ცხოვრება

ჟიზელ კაროლინ ბიუნდჰენი დაიბადა 1980 წლის 20 ივლისს ჰორიზონტინაში, რიო გრანდე-დუ სულში, ბრაზილია, პატარა ქალაქი სამხრეთ ბრაზილია. გაიზარდა დიდ, ოჯახში ექვსი და მათ შორის მისი ტყუპისცალი პატრიცია. დედა ვანია ნონენმახერი ბანკის მოხელე და მამა ვალდირ ბუნდჰენთი უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი.

  ჟიზელი ენერგიული დისციპლინირებული და შრომისმოყვარე ბუნებით, გამოირჩეოდა, დროის უმეტეს ნაწილს ღია ცის ქვეშ ატარებდა, უყვარდა სპორტი, ფრენბურთი, ცხენებზე ჯირითი და ოჯახს მეურნეობაში ეხმარებოდა. თამაშობდა სასკოლო გუნდში, აღნაგობაც ხელს უწყობდა და სურდა პროფესიონალი ფრენბურთელი გამხდარიყო.

  13 წლის ასაკში დედამ ბავშვები სამოდელო სკოლაში კურსის გასავლელად მიყვანა, მიზანი არ ყოფილა კარიერისთვის მომზადება. ერთ დღეს სასკოლო მოგზაურობისას სან პაულოში 1994 წელს სავაჭრო ცენტრში სკაუტმა შეამჩნია და კონკურსში Elite Model Look Brazil-ში მიიწვია სადაც  საუკეთესო ფინალისტებში მოხვდა და მიიღო მოწვევა Elite Model Look International კონკურსზე ესპანეთში, იბიცაში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვა, სამოდელო კარიერის კარი გაუღო და ცოტა ხნის შემდეგ, სან პაულოში გადავიდა რათა პროფესიონალურად დაეწყო მოდელობა. ეს იყო დიდი ცვლილება მის წყნარ მშობლიურ ქალაქთან შედარებით, მაგრამ თავისი ხასიათით,  სწრაფად მოერგო ქალაქურ ცხოვრებასა და მოდის სამყაროს.

ფიზიკური გარეგნობა

სიმაღლე 180 სანტიმეტრი  სიმეტრიული გარეგნობა, ქანდაკება უგრძესი ფეხებით, ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. მაღალი ლოყის სტრუქტურა და სავსე ტუჩები.  ჟიზელს თანამედროვე ელეგანტური სტილი აქვს. სცენის ბილიკზე ცნობილია ტოპ ბრენდების დიზაინის სამოსით,ხშირად მაღალი ქუსლებითა და გრძელი კაბებით   კიდევ უფრო გამოკვეთს მის მის ფიგურასა და მაღალ ფეხებს, რომელიც შერწყმულია თამამ აქსესუარებთან, ბრილიანტი და საყურეები. პოდიუმს მიღმა, კომფორტული, მაგრამ მოდური ყოველდღიური ტანსაცმლი, როგორიცაა მორგებული ჯინსები, უბრალო მაისურები ან ელეგანტური გარე ტანსაცმელი შალის ქურთუკები, პიჯაკები და ბლეიზერები. წითელ ხალიჩაზე თუ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჟიზელის გარდერობი, დახვეწილი გემოვნების ანარეკლია.

კარიერა

სან პაულოში გადასვლის შემდეგ, ჟიზელმა სწრაფადვე დაიწყო ტოპ შოუებში, გამოსვლა, იმ დროს მოდაში გამხდარი გარეგნობა დომინირებდა. ჟიზელმა Alexander McQueen-ის სცენაზე ახალი, ათლეტური, თავდაჯერებული და მეაბოხე ენერგია შეიტანა, საიდანაც იწყება მოდის რევოლუცია.

  Dolce & Gabbana-ს კამპანიები. 1999 წელს დაამშვენა Vogue-ის გარეკანი, მისნაირი გარეგნობა ახალ სტანდარტად იქცა, სადაც სავსე ათლეტურმა მკვეთრი ფორმის მქონე მოდელებმა, გამხდარი გარეგნობის ტენდენციის ჩანაცვლება დაიწყეს. 

 2000 წელს ის ოფიციალურად Victoria’s Secret-ის სუპერმოდელი გახდა, $25 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებით. იმავე წელს მას 15 მილიონი დოლარის ღირებულების Fantasy Bra ეცვა, ყველაზე ძვირადღირებული მაისურა, რაც კი ოდესმე შექმნილა.

  2000-იან წლებში ჟიზელი სუპერმოდელის სტატუსს გასცდა და  მოდის ბიზნესის წამყვანი ადგილი დაიკავა. ის იყო ისეთი ძვირადღირებული ბრენდების სახე, როგორიცაა Chanel, Louis Vuitton, Dolce & Gabbana და Versace. ასევე გააფართოვა ბიზნესი, წამოიწყო Ipanema სანდლების ხაზი, რომელმაც მრავალმილიონიანი წარმატება მოუტანა. ამავდროულად თავისი გავლენა გამოიყენა და გარემოსდაცვითი მიზნებისთვის, 2009 წელს  გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.ის ასევე ცნობილია გარემოსდაცვითი მდგრადობისა და ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების ადვოკატირებით.

პირადი ცხოვრება

ჟიზელმა და ლეონარდომ ურთიერთობა 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. მედიამ მათ “ოქროს წყვილი” უწოდა. თუმცა, 2005 წლისთვის მათმა განსხვავებულმა ხედვამ, მიზნებმა განშორება გამოიწვია. ჟიზელს სტაბილურობა და ოჯახი სურდა, დიკაპრიო მეტად გართობასა და კარიერაზე იყო მიმართული. განშორების შემდეგ, ჟიზელი ტომ ბრეიდზე 2009 წელს დაქორწინდა , დიკაპრიო კი მოდელებთან   ხანმოკლე ურთიერთობებს განაგრძობდა.

ტომ ბრეიდმა და ჟიზელ ბუნდჰენმა ერთმანეთი 2006 წელს საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნეს

ამან საყოველთაო დრამა გამოიწვია, ბრიჯიტ მოინაჰანი ორსულად იყო ბრედის შვილზე, როდესაც ბრედიმ და ჟიზელმა ურთიერთობა დაიწყეს, მიუხედავად ჭორებისა ორივე ქალი პატივმოყვარე ურთიერთობას ინარჩუნებდა გართულება არ მოჰყოლია, ბრედი და ჟიზელი 2009 წელს კერძო ცერემონიაზე დაქორწინდნენ. მათ ჰყავთ ორი შვილი, ბენჯამინი და ვივიანი. ქორწინება წარმატებული იყო, მათ საუკეთესო წყვილად თვიდნენ. ურთიერთობის განმავლობაში ისინი მხარს უჭერდნენ ერთმანეთის კარიერას, ტომის NFL დომინირებით და ჟიზელის სამოდელო წარმატებებით.

მაგრამ ტომის გადაწყვეტილებამ დაბრუნებულიყო ფეხბურთში ერთთვიან პენსიაზე გასვლის შემდეგ, დაძაბულობა გამოიწვია. ჟიზელი გრძნობდა, რომ მისმა დაბრუნებამ ოჯახური ცხოვრება დაარღვია და 2022 წლის ოქტომბერში, 13 წლის ქორწინება დაასრულეს. ჟიზელმა ყურადღება საქმიან და პირად პროექტებზე გადაიტანა, ხოლო ტომმა საფეხბურთო კარიერა განაგრძო 2023 წელს პენსიაზე გასვლამდე.

  მიუხედავად განხეთქილებისა, ისინი მეგობრულ ურთიერთობაში რჩებიან. ორივე აგრძელებს ფოკუსირებას ინდივიდუალურ კარიერაზე და პიროვნულ განვითარებაზე.

მიმდინარე ცხოვრება და წმინდა ღირებულება

დღეს ჟიზელი ჩართულია ბიზნესში, კეთილდღეობისა და გარემოსდაცვით საქმიანობაში. მისი ქონება 400 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას ისტორიაში  ერთ-ერთ  ყველაზე წარმატებულ მოდელად აქცევს.