ანიტა ეკბერგი

ანიტა ეკბერგი

ანიტა ეკბერგი

1931 – ადრეული ცხოვრება შვედეთში

კერსტინი ანიტა მარიან ეკბერგი დაიბადა 1931 წლის 29 სექტემბერს მალმოში, შვედეთი, დიდ, მუშათა კლასის მრავალშვილიან ოჯახში, სადაც დისციპლინა და სტრუქტურა მნიშვნელოვანი ღირებულებები იყო. მამა, გუსტავ ეკბერგი, ნავსადგურის მუშა იყო, ხოლო დედა, ალვა ეკბერგი, მართავდა ოჯახს და ზრდიდა შვილებს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით. ანიტა ენერგიული ბავშვი იყო, გატაცებული სპორტით, თავისუფალ დროს ციგურებით, ცურვითა და ცხენით ჯირითში ატარებდა, რომელიც  ლამაზი, გამართული, ძლიერი სხეულის ჩამოყალიბებაში დაეხმარა, ის ყოველთვის უფრო მაღალი იყო, ვიდრე მისი ასაკის გოგონები

ფიზიკური გარეგნობა

სიმაღლე 170 სანტიმეტრი, ცისფერი თვალები, ქერა თმა, სიმეტრიული კოხტა ფიგურა. სავსე ტუჩები და მაღალი ლოყებით.

ანიტა ჰოლივუდური და ევროპული სტილი. წითელ ხალიჩაზე თამამი აქსესუარებით, მომდგარ ქვევით გაშვებულ იატაკამდე სიგრძის დრამატულ ფუფუნების ელფერულ კაბებს არჩევდა. მარგალიტები, ბრილიანტები და ბეწვის ქურთუკები მისი კარადის მთავარი ელემენტია. კარიერამდეც, მომხიბვლელი სტილი ჰქონდა, მორგებული კაბებით, ბეწვის ქუდებითა და ელეგანტური სამოსით, რომელიც 1950-იან და 1960-იანი წლების მოდაა.

კარიერა

 გზა ვარსკვლავისკენ ყველა ხედავდა მის პოტენციალს, 18 წლის ასაკში მეგობრებისა და ოჯახის წევრების წახალისებით ანიტამ მოდელობა დაიწყო. მალევე მიიპყრო სილამაზის ადგილობრივ კონკურსებში ყურადღება.1950 წელს, 19 წლის ასაკში, მის შვედეთის კონკურსში გაიმარჯვა. საიდანაც აშშ-ში მის სამყაროს კონკურსზე იმოგზაურა. რამაც ცხოვრების მიმართულება სამუდამოდ შეცვალა, მან ვერ გაიმარჯვა, სამაგიეროდ ჰოლივუდმა შენიშნა კინოინდუსტრიის ცენტრში ამოყო თავი.

ანიტა ეკბერგის დებიუტი შედგა უმნიშვნელო როლებით “აბოტი და კოსტელო მიდიან მარსზე” (1953) შემდგომ “ოქროს დანა” (1953). აღიარება 1950-იანი წლების შუა პერიოდისთვის მოიპოვა.  შესრულებული როლისთვის “ომი და მშვიდობა” ოქროს გლობუსის ჯილდო ყველაზე პერსპექტიული ახალბედასთვის. მაგრამ  ფედერიკო ფელინის ფილმი “La Dolce Vita” (1960). სცენა, სადაც ღამით მიტოვებული რომის ქუჩებში, უსამაგრო შავ კაბაში გამოწყობილი ანა ჩადის შადრევანში და უხმობს მარჩელოს, შეუერთდეს. დიდების მომენტი, რომელიც ერთდროულად – საწადელი და წყევლა გამოდგა, სანახაობამ ეკბერგი ლეგენდად აქცია, მაგრამ  სამუდამოდ შერჩენილი იმიჯი ჩრდილივით დაჰყვებოდა. ჰოლივუდი გარეგნულად უფრო ხედავდა, ვიდრე ნიჭის დაფასებისა, რაც კარიერულ წინსვლას უფერხებდა. პირადი ცხოვრება

პირადი ცხოვრება

  ორჯერ იყო დაქორწინებული – ბრიტანელ მსახიობ ენტონი სტეილზე (1956-1959), რომელთანაც დაშორების მიზეზი ალკოჰოლიზმით იყო, შემგომ მსახიობ რიკ ვან ნუტერზე (1963-1975). მათი ქორწინება ცხოვრების წესისა და პირადი ამბიციების განსხვავებულობის გამო დასრულდა, რიკს ტრადიციული ცხოვრება სურდა, ანიტა კი დამოუკიდებული სულის ადამიანი იყო, არასოდეს ჰყოლია შვილები, უპირატესობას კარიერასა და თავისუფლებას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, დიდ სკანდალებში არ იყო გახვეული. მისი თავისუფალი და ცეცხოვანი ბუნების გამო ხშირად განიხილავდნენ დადიოდა ჭორები რომ ჰოლივუდის რამდენიმე გახმაურებულ ფიგურასთან ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის რომანი ფრენკ სინატრასთან.

მიმდინარე ცხოვრება

ანიტა ეკბერგის კარიერამ უკუსვლა დაიწყო, როდესაც ჰოლივუდი და ევროპული კინემატოგრაფია შეიცვალა, მას გაუჭირდა გლამურული იმიჯისგან გაქცევა,სთავაზობდნენ  ნაკლებ როლებს, ამასთან ერთად, ანაზღაურებაც დაბალი იყო, 1960-იან წლებში იგი გადავიდა ევროპულ ფილმებზე, მუშაობდა იტალიელ რეჟისორთან ფელინისთან ერთად. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე იტალიურ ფილმში, როგორიცაა “ინტერვისტა” (1987) ფელინის ნოსტალგიური ფილმი, რომელშიც ბევრი მისი წარსული ვარსკვლავი მონაწილეობს. დროთა განმავლობაში ანიტამ დატოვა სამსახიობო საქმიანობა გადაწყვიტა იტალიაში მშვიდი ცხოვრობა იტალიაში გაეგრძელებინა სადაც პატივს სცემდნენ.

წმინდა ღირებულება

ანიტა ეკბერგი გარდაიცვალა 2015 წლის 11 იანვარს, 83 წლის , იტალია, როკა დი პაპაში მისი ქონება 10 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *