დაიბადა 1992 წლის 16 მაისს, ბუენოს აირესში, ზოდიაქო კურო, 2 წლის იყო როცა სოფელ ლაპრიდას რაიონში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლები, დედა გლორია ებეკე ფოტოგრაფი, მამა მეურნეობის მწარმოებელი ოჯახში სამი დედმამიშვილი იზრდებოდა, ძმა, რაფაელი „რაფა“, რომელიც ახლა კინემატოგრაფია და ორი დაიკო მილაგროსი, იოგას ინსტრუქტორი, ხიმენა, „ხიმე“ მოდელი. ქალაქს მოწყვეტილი ბავშვები დიდი დროით, ბუნებაში ათასგვარი თავიანთი გამოგონილი თუ არსებული აქტივობებით ერთობოდნენ შინაურ ცხოველებთან თამაში, ცხენზე ჯირითი, ბევრი სირბილი. წარმოსახვით და შემოქმედებით სამყაროს სოფლის სკოლაც ემატებოდა, სადაც ბავშვები ხელოვნებით დილიდან საღამომდე ერთობოდნენ. მიკა, სოფლის სიმშვიდეს შემცქერს დიდი წარმოსახვა ჰქონდა, გადმოცემის ვიზუალური და ვერბალური სიყვარული, გატაცებებით, მხატვარ- მასწავლებელ-ასტრონავტობა სურდა. სოფელში საშუალო სკოლის არარსებობის გამო 14 წლის ასაკში ოლავარიაში გადავიდა. გატაცებებს მინაყოლი, მხატვრული ინტერესებით შემოსილი, ფერწერასა და ხატვას ჩაუღრმავდა, გზა კინემატოგრაფიასთან მიდგა, ოლავარიადან ბუენოს აირესში, სადაც სწავლას უნივერსიტეტში აგრძელებდა, პოლაროიდის აპარატით გართობისას გაუელვა, ისე ინტერესის გამო თავის თავს გადაღებული ფოტოები LO Management მოდის სააგენტოს გაუგზავნა პასუხად დასტური დაიბრუნა.
ფიზიკური გარეგნობა
გამხდარი ათლეტური V ფორმის ტანი, სიმაღლე 178 სანტიმეტრი სხეულის ზომები 80-60-88, ყავისფერი თვალები და ბუნებრივად აბურდული, აურზაურა ხუჭუჭა თმა, ანდროგენული, მრავალმხრივი იერი, ლათინური არომით, უფრო მეტად ფემინისტური, საშუალებას აძლევს სტილი სწრაფად იცვალოს, რაც მოდისთვის იდეალურია. ჩაცმულობა უბრალოა და დაუდევარი, გადაპრანჭვის გარეშე ფართედ მორგებული ჯინსები, ზომაზე დიდი ჟაკეტები, უბრალო მაისურები ჩექმებსა თუ კეტებზე. განსაკუთრებულ სიტუაციასა და მოდის ივენთზე შავ სპეცშეკერილ სამოსს, აბრეშუმის პრიალა ან გამოყვანილ საღამოს კაბებს. სარეკლამო და პოდიუმის ვიზუალი, ბოჰემური და მეამბოხე ქუჩის სამოსელი. მაგრამ დიზანერების საყვარელი სტილი მაინც ავანტგარდული და ბუნებრივი პალიტრაა.
კარიერა
LO-ში თავდაპირველად სატესტო გადაღებებით დაიწყო, სწავლობდა პოზირებას, ქეთვოქს, კამერების წინ მუშაობას და რეგიონალურ ფოტოგრაფებთან, გაზეთებთან და ბრენდებთან თანამშრომლობდა პორტფოლიოს შესაქმნელად. ცოტა ხანში Viva Model Management-ს საერთაშორისო მოდის სამყაროს შესასვლელ კარს მიადგა, რომელსაც ოფისები პარიზში, ლონდონსა და ბარსელონაში აქვს. 2012 წელს კი კრისტოფერ კეინის კოლექცია, ყოველდღიური ცხოვრების, შენს ირგვლივ რასაც გამონახავ ინსპირაციით გამართულ შოუს ბილიკზე დებიუტი შეასრულა, სამოსელი უბრალო მონაქუჩი ნაწილების, განსხვავებული ძაფის სახეობებით. კომპლექსურად შეზავებული ელემენტების სინთეზი იყო. საიდნაც უკვე ტოპ მოდის სამიზნე ხდება.
2015 წლისთის მან Versace-ს შემოდგომა/ზამთრის ჩვენება გახსნა და სახლის ფავორიტი გახდა. იმ სეზონში მან ასევე 61 შოუში მიიღო მონაწილეობა. 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის შემდგომ სეზონში მან მონაწილეობა მიიღო 55 ჩვენებაში, საიდანაც 5 გახსნა და დახურა (მათ შორის Chanel-ის ჩვენება), იმავე სეზონში ის გამოჩნდა Tom Ford-ის კამპანიაში ლედი გაგასთან და სხვა მოდელებთან, ლექსი ბოლონგი და აიმელინ ვალადე.
ოჯიტოვერდემ (YouTube Fashion Channel) 2015 წელს ის „წლის მოდელად“ დაასახელა.
2016 წელს, Chanel Haute Couture-ის კოლექციის დროს, არგანიარასი წარადგინეს, როგორც „შანელის პატარძალი“.
კარლ ლაგერფელდმა იმ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „მიკა ზუსტად ისეთი ტიპის გოგოა, როგორიც მომწონს, ის არგენტინელია, ძალიან ელეგანტური, ძალიან ბუნებრივი, ძალიან სპონტანური. ვფიქრობ, ის მომენტის საუკეთესო გოგოა “ .
2017 წელს ის Versace-ს შემოდგომა/ზამთრის კამპანიაში გამოჩნდა ჯიჯი ჰადიდთან , ვიტორია ჩერეტისთან და ტეილორ ჰილთან ერთად . მან ასევე მიიღო მონაწილეობა Fendi-ს 2018 წლის კამპანიაში. 2018 წლის აპრილში არგანარასი მშობლიურ არგენტინაში, ჟურნალ „L’Officiel“ -ის პირველ ნომერში გამოჩნდა .
არგანიარასს მისი „როკ-ენ-როლის“ იერსახისა და დამახასიათებელი „მაგარი“ დამოკიდებულების გამო „ახალი ჯია კარანჯი “ შეარქვეს და ქეით მოსსა და ფრეია ბეჰა ერიხსენს ადარეს .
2020 წელს მან გახსნა Versace-ს მეორე ჩვენება 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის. ის იყო Calvin Klein- ის სუნამოს Euphoria-ს სახე, კარლ ლაგერფელდის ერთ-ერთი უკანასკნელი მუზა , Louboutin-ის გლობალური ელჩი და პირველი არგენტინელი, რომელმაც მოდელობის რანგში მარტინ ფიეროს ჯილდო მოიპოვა.
პირადი ცხოვრება
მიკა ამ ეტაპზეც აგრძელებს კომპანიებთან, დიზაინერებთან და მოდის სახლებთან, თანამშრომლობას, რომლის ჩამონათვალი დიდია. კარიერის მიღმა როგორც ხელოვანი ცხოვრების ცარიელ ფურცლებს მისი არტისტული ბუნება ავსებს პარიზში, საკუთარი არტ სტუდია შინაგანი სამყაროს გადმოცემის ინსტრუმენტია. ფოტო, რომელიც “Philomène“-სთან მუშაობისას გადაიღო, ახლა ხელოვნების ნიმუშია და გოგონა მუზეუმის Les Franciscaines-ს კოლექციის ნაწილია საფრანგეთის ქალაქ Deavuill-ში.
მიკამ ასევე მონათესავე სულს მიაგნო 2023 წლიდან ურთიერთობაშია კინორეჟისორ და ფოტოგრაფ ფრანცისკო კანტონთან.
2025 წლის მონაცემებით მიკა არგანიარასის წმინდა ღირებულება არ არის ცნობილი. წყაროების თანახმად შესაძლოა 500 000 დოლარს შეადგენდეს, მაგრამ ეს რაოდენობა მხოლოდ სპეკულაციაა.

