იმაან ჰამამი

იმაან ჰამამი

იმაან ჰამამი

დაიბადა 1996 წლის 5 ოქტომბერს, ამსტერდამში, ნიდერლანდები, ზოდიაქო სასწორი. ევიპტელი წარმოშობის მამა პროფესიით მუსიკოსი, დედა წარმოშობით მაროკოელი პროფესიით მკერავი, ოჯახში, ექვსი დედმამიშვილი აქედან ორი ნახევარდაძმა მამის აგერეთვე დედის მხრიდან და მისი ნამდვილი და აიშა, იზრდებოდა. მჭიდრო, არეულ გარემოში რთული იყო საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ან რაიმე პირადი ინტერესების აყვავება, მიუხედავად ამ ყველაფრისა ოჯახი მაინც შეხმატკბილებული იყო ესმოდათ ერთმანეთის იმაანს მოსწონდა მშობლების ხელობა, თვითონაც დაინტერესებული იყო მუსიკით, მაგრამ უფრო მეტად მოდა-ხელოვნებამ გაიტაცა, რომელიც დედამ ჩაუნერგა, ის ხშირად კერავდა  ტრადიციულ მაროკოს სამოსელს, პატარა კი დედის კარადას ესხმოდა თავს, შეიმოსებოდა ტანსაცმელში და წარმოსახვით პოდიუმის ჩვენებებზე გამოდიოდა. მშობლებს განშორება მოუწიათ როცა ჯერ კიდევ 11 წლის იყო, მაგრამ მამა ოჯახს მაინც დიდ ყურადღებას აქცევდა. იმაანს ზოგადად ხალხმრავალ მულტიკულტურულ,  მრავალფეროვანი გარემოში უწევდა ყოველთვის ყოფნა მათ შორის სკოლაც არ იყო გამონაკლისი, სადაც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადათის ადამიანებთან  ჰქონდა შეხება, ჩინელი, პაკისტანელი და ა.შ სახლში კი არაბულად საუბრობდნენ, ასეთ გარემოსში ყოფნას გოგონა გაუმკალავდა, დიპლომატი,თავისი მემკვიდროების მოყვარე და დამოუკიდებელი ჩამოყალიბდა.

ამსტერდამის ცენტრალურ სადგურში მიმავალს უცხო ადამიანი გამოელაპარაკა, რომელმაც ბიზნეს კარტა გადასცა და უთხრა მოდელობაზე დაფიქრებულიყო იმ წუთას არაფერი არ უთქვამს იმაანს CODE Management-ის აგენტისთვის სახლში მისული ფიქრებში მერყეობდა, კი მოსწონს ეს საქმე, მაგრამ დაუცველად გრძნობდა თავს, საკითხის მშობლებთან განხილვის და კომპანიის ლეგიტიმურობაში დარწმუნების შემდეგ გადაწყვიტა კარიერის ამ გზას დადგომოდა.

ფიზიკური გარეგნობა

ათლეტური ფემინური აღნაგობა, სიმაღლე 179 სანტიმეტრი, ქვიშისაათის  ფორმის ქალური აგებულება, გარშემოწერილობა:  88-მკერდი , 66-წელი, 94-თეძო სანტიმეტრი. ივიათი იერი, ყავისფერი თვალები და შერეული წარმოშობის მემკვიდრეობით ბოძებული სქელი ხუჭუჭა თმა, თავდაპირველად ბუნრივი თმის სცხვენოდა ინდუსტრიაში თუ ბავშვობაში ცდილობდა სწორი თმის სტანდარტებს მორგებოდა, ფიქრობდა ასე უფრო ლამაზი იყო, გასაოცარად დედასაც ასეთი თმა ჰქონდა, მაგრამ ელამაზებოდა. დროთა განმავლობაში დააფასა ბუნება შეიყვარა მემკვიდრეობა, რომელიც მისი სილამაზის ერთ-ერთი მახასიათებელი გახდა და სიმბოლურიც მოდისა თუ მას გარეთ სამყაროში. მისეული სტილი შერეულია,  უყვარს Victoria’s secret’s-ის ატლასის გრძელი საშიაო თუ საგარეო პიჟამოების ნაკრები, ფემინინური სამოსი ბიჭური ელემენტებით დართული, ასევე ხასიათზე დამოკიდებული, იქნება ეს ჩვეულებრივი, ხმამაღალი, ფორმალური თუ ექსპერიმენტული, ფავორიტია ტრადიციულიც, მისი ფესვებისეული სამოსი კაფტანი თუ  მსგავსი შესამოსელი, რომელიც მოროკოს ახსენებს. წითელ ხალიჩასა თუ ფორმალურ ვითარებებში თეთრი, ძირითადად ღია ფერის სადა მკვეთრი სილუეტების გამომკვეთი ელეგანტური დედოფალა კაბები.

კარიერა

16 წლის იყო, როცა კონტრაქტზე ხელი მოაწერა CODE Management-თან. როგორც ყველა დამწყების საწყისი წერტილი დაიწყო ფიზიკური გადამზადება, დიეტა, ესტეთიკური პოზირებისა თუ ქეთვოქის ვარჯიშები, სატესტო გადაღებები, კასტინგებზე სიარული, ადგილობრივ კამპანიებში გამოსვლა.

იმავე წელს პორტფოლიოს შექმნისა და დახელოვნების შემდეგ, ჟან-პოლ გოტიეს ველური სამყაროს კატისებრთა ჯიშის სილამაზის ინსპირაციით შექმნილ, ფემინურ სიძლიერესა და სენსუალურობას გამომსახველ. გაზვიადებული სილუეტებით, დრამატული აქსესუარებით ველურ გარემოს წარსადგენ პრეზენტაციის ბილიკზე დებიუტი შეასრულა და იმავე წლის ბოლოს მისმა აგენტურამ პარიზში VIVA Model Management-კომპანიასთან დააკავშირა და Givenchy 2014 წლის გაზაფხულის რიკარდო ტიშის იაპონური და აფრიკული კულტურების შერწყმით შექმნილი კოლექციის შოუს პოდიუმი გახსნა, რომელიც ავტოკატასტროფის გარშემო იყო განლაგებული კულტურათა შეჯახების სიმბოლოდ. შავ არაბულ კაბაში გამოწყობილ ახალბედა იმაანს  მოდის სამყარო უყურებდა და ხედავდა პროფესიონალს. მალევე საერთაშორისო ცნობადობას სარედაქციო 2014 წლის Vogue-ის გამოცემაში პირველი გამოჩენა მოჰყვა, 2015 წელს Teen Vogue და Vogue Netherlands. 2016 წელს Couturesque Magazine-ის მიერ ჩატარებულ „წლის მოდელი“ გამოკითხვაში 50% საჯარო ხმა აიღო, რომელითაც  ცნობილ მოდელებს ლაქი ბლუ, ბელა ჰადიდს გადააჭარბა.

2017 წელს გამოჩნდა British Vogue ჟურნალში, ორჯერ Vogue Japan, Vogue China, Vogue Espana, Vogue Arabia, Vogue Netherlands,Vogue Us-ის გარეკანზე, სუპერმოდელ ლიუ ვენსა და ჯიჯი ჰადიდთან, მარტში ვიქტორია ჩერეტისთან და დეკემბერს ფარელ ვილიამსთან. 2020 წლის Moschino-ს წინა-საშემოდგომო კოლეექციის შოუ გახსნა და დახურა. 2021 წელს Forbes Europe 30 Under 30-ის პრესტიჟულ სიაში იქნა შეყვანილი, სადაც ოცდაათი ინდუსტრიიდან ყველაზე გავლენიან ფიგურებს არჩევენ. 2022წელს იმაანი სარეკლამო კამპანიაში ჩერთო და “Obtaining the big 4” შეკრა, რომელიც ოთხ ძირითად მოდის კვირეულის პოდიუმზე წარსდგა. JPG წარადგინა სუნამო Scandal 2023 წელს Estée Lauder-ის გლობალურ კოსმეტიკის ბრენდის ელჩი გახდა.  2025 წელს Vogue Arabia-ს ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა ფეხბურთელ Achraf Hakimi-თან, რომლითაც დიპლომატიურად ასახეს აფრიკული და არაბული 

მიმდინარე ცხოვრება

იმაანი თავის, აფრო-არაბულ ფესვებს დიდ პატივს სცემს, როგორც, მუსლიმი. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმაამის ცხოვრებაში ეგვიპტელ მომღერალ უმ კულთუმს და გამოცდილებას აღწერს  როგორც ნუგეშის მომცემი,რომელიც მას ფესვებთან აახლოვებს.  განვითარებისთვის მიზნად აქვს დასახული  სალაპარაკო არსენალს გერმანულს, არაბულსა და ინგლურს ახალი ენა შემატოს.
  იმაამი ჭორის სუბიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ერთად ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დრეკთან ერთად ნახეს, როგორც ამბობენ შენიშნეს თუ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს Fleur Room-ის ღამის კლუბში, შემდგომ იმაამის ბანაში დაბრუდნენ, დრეიკი კი მეორე დილით გამოსვილისას გადაიღეს. მომდევნო საღამოს იმაამის პრეზენტაციის , საპატიო  მაგიდას შეურთდა და ხელი მოხვია. მიუხედავად საჯარო გამოჩენისა, მათ რომანტიკული ურთიერთობა არ დაადასტურეს და არც გაგრძელება მოჰყოლია. იმაამისთვის ურთიერთობის საკითხი დახურულია და მეტად კარიერასა და ფილანტროპიაზეა ორიენტირებული.
  ის She’s the first არაკომერციული ორგანიზაციის ელჩია, რომელიც გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძვის. She’s the first ორგანიზაციის მე-10 წლის თავზე გლობალური პროგრამების გაფართოებისთვის 300 000 დოლარზე მეტი თანხის შეგროვებაში დაეხმარა. საქველმოქმედო მოგზაურობისას გამბიაში მეგობარ ორგანიზაციას  Starfish International-ს ეწვია, სადაც ტალანტ შოუში მონაწილე სტუდენტებს გზის გაკვლევაში დაეხმარა და თანადგომა გამოუცხადა, იქვე მის დაბადების დღეზე, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო,  ფონდში 5000 დოლარზე მეტი შეგროვდა გოგონათაგანათლების მხარდასაჭერად.  ხოლო რაც შეეხება კარიერას ამ ეტაპზეც აგრძელებს მოდის სამყაროში განვითარებას, მიახლოვებითი წმინდა ღირებულება სხვადასხვა წყაროების მიხედვით 5 დან 13 მილიონ დოლარამდეა.