დაიბადა 1988 წლის 18 სექტემბერს, ტუქსონში (არიზონა). ზოდიაქო – ქალწული. გაიზარდა სანტა ფეში (ნიუ მექსიკო). დედ-მამა – გარი და დავინა მუსი კრეატიულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი, ანტიკური ხელოვნების ნამუშევრებზე მუშაობდნენ. მამა არტის გადამყიდველი, დედა ტექსტილის რესტავრატორი და ყოფილი მოდელი.
გოგონა ბუნებასა და შემოქმედებით გარემოში იზრდებოდა , ასევე ვალდორფის ჰოლისტიკურ სკოლაში, სახელიც კისონარანის უდაბნოს ბუნებრივი სილამაზის ხედის ინსიპრაციით შეარქვა დედამ ქალიშვილს, არიზონა. ბუნების ბუნებრივი დიზაინითა და სტრქუტურით მოხიბლულს, არქიტექტორობა სურდა ახალი შემოქმედებების შესაქმნელად, მაგრამ პოდიუმის ასპარეზზე გამოსვლა არჩია და დედის კავშირებით ნიუ მეხიკოში მოდის აგენტს შეხვდა.
ფიზიკური გარეგნობა
კლასიკურ-თანამედროვე სილამაზე ელეგანტური, ფორმალური იერით. სიმაღლე 178 სანტიმეტრი, წონა 53 კილოგრამი, სხეულის ზომები 84-61-86, თმა შუალედური, გარდამავალი მუქ ქერასა და ღია ყავისფერში. მწვანე (თვალები?), ლამაზი მედიდური გამოხედვა. მისი ელეგანტური ჩაცუმოლბაც გარეგნობასთან ერთ ნოტშია. ყოველდღიური სამოსელია თავისუფალად მორგებული ჯინსები, მაღალწელიანი შარვლები მაისურებთან და ბლუზებთან, კლასიკური კეტებით ან „ბალეტკებით“ ?, ეს ყველაფერი უბრალო აქსესუარებით უბრალო ყელსაბამით, ჩანთა და ქუდით დართული. საგარეოდ, იმოსავს ნაქსოვ ან ქაშმირის სვიტერებს. მორგებულ ბლეიზერებს, ჟაკეტებს, შალის ან გაპრიალებულ პალტოებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში და მოდის ღონისძიებებზე კაბებსა ან საღამოს კაბებს, უპირატესობას ანიჭებს მდუმარე შავი ნაცრისფერი ან დაბალ ფერად ნოტებს.
კარიერა-პირადი ცხოვრება
მოდა სკოლის პერდიოში დაიწყო, ადრეული ეტაპი პორტფოლიოს შექმნას, Allure და French Revue de Modes-თვის სარედაქციო ნამუშევრების ჟურნალებში წარმოდგენას მოიცავდა, თუმცა კარიერა ვერ განვითარდა გარკვეული მიზეზების გამო.
მისი გეი მეგობარი მანუელ კუინტანა სულაც არ აღმოჩნდა გეი და მათ შორის ემოციური კავშირი გამყარდა, ურთიერთობის ნელ-ნელა განვითარებასთან 2019 წლის 14 აპრილს, ვაჟიც შეეძინათ, სახელად ნიკო. დიდი დრო არ იყო გასული, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ცოტა ხანში გამოჩნდა პოსტები, სადაც მანუელი ბლოგ-პოსტებში წერდა, რომ მუსი ნარკოტიკებზე დამოკიდებული, უვარგისი მშობელია და კარიერის სანაცვლოდ შვილი უპატრონოდ მიაგდო, თავად თავზეხელაღებული ცხოვრებით ერთობოდა და ამ დროს ნიკოზე მარტო მე ვზუნავდი, ახლა კი შვილს ძიძები ზრდიანო.
გარდა ამისა, კუინტანამ აღიარა, რომ თავადაც მოიხმარდა ნარკოტიკებს, ახსენა ალკოჰოლისა და კოკაინის მოხმარების პერიოდებიც. როგორც ამბობენ იმ დროს დეპრესიასა და შფოთვას მკურნალობდა.
მუსისა და მისი წარმომადგენლებისგან ბრალდებებს გამოხმაურება არ მოჰყოლია. პატარა განაცხადი გააკეთა საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩამოიტოვა უკან კარიერა ნიკოს გამო, ინდუსტრია ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა როგორც მშობელს, რომ დედობამ ბევრი რამ ასწავლა და ახალი მიზნები დაუსახა.
გამოწვევების შემდეგ არიზონა კვლავ დაუბრუნდა კარიერის გზას, მან ექვსი თვე მისცა თავს კარიერის ასაწყობად, იმავე წელს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე Marc Jacobs, Narciso Rodriguez, and Proenza Schouler-თვის გამოვიდა. 2011 წელს კი მილანში გაზაფხული/ზაფხულის შოუ გახსნა, კარიერის ამ ეტაპით საერთაშორისო წარმატებაზე გავიდა და წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა მოდაში, რასაც პრადას დებიუტი, მრავალი ტოპ-მოდის, სარედაქციო, სარეკლამო კამპანია მოჰყვა.
შემდგომ წლებში გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩაერთო და 2021 წელს არაკომერციული კომპანიაDIRT დაარსა, მისიით. კლიმატის მოწესრიგება ნიადაგის აღდგენის საშუალებით, ბიოდინამიურ მეურნეობის მეშვეობით. იმავე წელს Aveda-ს მდგრადი განვითარების პირველ გლობალურ დამცველად დასახელდა.
მიმდინარე ცხოვრება
ამ ეტაპზე ბუნების კეთილდღეობაზე ზრუნვით არის დაკავებული, მიუხედავად აქტივიზმზე ფოკუსირებისა, არიზონას მოდაში სტატუსი არ დაუკარგავს. 2025 წელს ELLE Spain-ის ჟურნალის გარეკანზე „კლოეს“ სამოსით იყო წარმოდგენილი, ასევე Chloes-სთან კოლაბორაციით Chloé L’Eau de Parfum Intense სუნამოს კამპანია წარმართეს, სხვა მოდელებთან ერთად, რომელიც ბუნების დაცვის ცნობიერების ამაღლებისაკენ იყო მიმართული.
არიზონა მუსის წმინდა ღირებულება მიახლოებით 6 მილიონ დოლარს შეადგენს.
დამატებით რეფორმატორის „Changemaker Award“ -ის ტიტული მიანიჭეს.

